ჩვენს შესახებ

მეღვინეობის კომპანია
ART MTEVANI დაარსდა 2005 წელს

მეღვინეობის კომპანია ART MTEVANI დაარსდა 2005 წელს, როდესაც ბატონმა პაატა სარდალიშვილმა შეიძინა 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მევენახეობის რეგიონში – კახეთში, საქართველოში – ქვეყანა, რომელიც მეღვინეობის ისტორიულ სამშობლოდ ითვლება. ვენახი განლაგებულია თვალწარმტაც ადგილას – სოფელ გრემში, გარშემორტყმულა მთებით, ტყეებითა და კრისტალურად სუფთა წყლის მდინარეებით. ადგილმდებარეობის ბუნებრივი და კლიმატური პირობები და ვაზის ფრთხილად შერჩევა დაგვეხმარა შეგვექმნა ვენახი, რომელიც აკმაყოფილებს ნატურალური მეღვინეობის ყველა მოთხოვნასა და პრინციპს. ტერუარი არის სხვადასხვა ფაქტორების უნიკალური კომბინაცია: ყურძნის ჯიშები, ვენახის მდებარეობა, ნიადაგების მახასიათებლები და შემადგენლობა, ყოველი წლის კლიმატური მაჩვენებლები

ARTEVANI არის ერთი ვენახის ყურძნისგან დამზადებული ტერუარული ღვინო. ჩვენ ვცდილობთ გადმოვცეთ იმ მიწის მახასიათებლები, რომელზედაც ყურძენი იყო მოყვანილი, ღვინის არომატსა და გემოში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ საფერავის ყურძნის მახასიათებლები – ტრადიციული ჯიში ამ ტერუარისთვის. ჩვენი ტერუარის ღვინო მარანში კი არა, ვენახში იბადება. ღვინის ოსტატი უბრალოდ დახვეწილ კორექტირებას უკეთებს ბუნებას. უკვე შექმნილს.
ტერუარის ღვინოების წარმოების ყველა ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული რაოდენობით წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინოს.
2012 წლიდან გერმანიის ეროვნული სერტიფიკაციის სააგენტო DakkS-ის მიერ აკრედიტებული სასერტიფიკაციო ცენტრი შპს Caucascert ადასტურებს ჩვენს პროდუქტს, როგორც ბიოღვინოს, რომელიც წარმოებულია ორგანული მეღვინეობის მეთოდებით.

ტერუარი

ტერუარი არის სხვადასხვა ფაქტორების უნიკალური კომბინაცია: ყურძნის ჯიში, ვენახების მდებარეობა, ნიადაგის მახასიათებლები და შემადგენლობა, ყოველი წლის კლიმატური მაჩვენებლები. ARTEVANI არის ერთი ვენახის ყურძნისგან შექმნილი ტერუარული ღვინო. ჩვენ ვცდილობთ ღვინის არომატსა და გემოში გადმოგცეთ იმ მიწის მახასიათებლები, რომელზედაც მოჰყავთ ყურძენი და მაქსიმალურად გავზარდოთ ამ ტერუარისთვის ტრადიციული საფერავის ყურძნის მახასიათებლები.
ჩვენი ტერუარის ღვინო ვენახში იბადება და სრულყოფილებას მარანში აღწევს. ღვინის ოსტატი უბრალოდ გულდასმით ეხმარება იმას, რაც ბუნებამ უკვე შექმნა.